English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
სპრედი როგორც წინმსწრები ეკონომიკური ინდიკატორი: საქართველოს მაგალითი

ანოტაცია

ფინანსური სექტორის როლი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების  საყოველთაოდაა აღიარებული. სპრედი (განსხვავება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების განაკვეთებს შორის) საინტერესო მაჩვენებელი  აღმოჩნდა ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებისთვის, ისეთების, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, სამრეწველო წარმოება, მოხმარება. იგი ერთ- ერთი წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებელია NBER მეთოდოლოგიით.  მრავალი ემპირიული კვლევის თანახმად განაკვეთებს შორის სხვაობას- სპრედს მომავალი ეკონომიკური აქტივობის პროგნოზირება შეუძლია. ნაშრომში აღწერილია,  თუ როგორაა შესაძლებელი ამ მაჩვენებლის საფუძველზე მომავალი ეკონომიკური აქტივობის პროგნოზირება.

ნაშრომი გაანალიზებულია ეკონომიკური დინამიკის ზოგიერთი ასპექტი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მოკლე და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ტრანსფორმირებად ეკონომიკაში. კვლევითი ნაშრომი აგებულია წრფივი რეგრესიული მოდელი საქართველოს მონაცემების საფუძველზე,  რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ,  რამდენადაა შესაძლებელი მშპ-ს ზრდის პროგნოზირებისათვის სპრედის გამოყენება.